ჩაკვეტაძე კვარაცხელიაზე: "როცა მასთან მეტოქე ერთი-ერთზეა, უშანსოდაა"
21 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ყაზანის "რუბინის" ვარსკვლავზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, კვარას და ჩაკვეს საქართველოს ნაკრებში ერთად თამაში მხოლოდ ერთხელ, ესტონეთთან მოუწიათ.
"ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მისი თამაში მომწონს და საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით ერთი-ერთზე თამაშისას, როცა მეტოქე უშანსოდაა.
წარმატებებს ვუსურვებ, დიდი მომავალი აქვს და მთავარია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
მის ტრანსფერზე დიდი მითქმა-მოთქმაა. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
ჯუღელი: "იწერებოდა ლიდსზე, მაგრამ ტყუილია, ხვიჩა მარტო ტოპ-კლუბში წავა"
ხვიჩას რუბინიდან წასვლის შანსები გაიზარდა - ჯუღელი რუბინის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ