ავტორიზაცია

აგუეროს და გარსიას შემდეგ, ბარსელონამ სიტის კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუმიზნა

აგუეროს და გარსიას შემდეგ, ბარსელონამ სიტის კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუმიზნა
თარიღი 07 ივნ 2021, 11:36

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" სეზონის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ სიტიდან" სერხიო აგუერო და ერიკ გარსია დაიმატა.

Diario Sport-ის ცნობით, კატალონიელები ამჯერად ინტერესდებიან "ქალაქელების" ცენტრალური მცველით, ემერიკ ლაპორტით.

ცხადია, ესპანელი უკანახაზელის გადმობირება არ იქნება უფასო სიამოვნება, აქედან გამომდინარე "ბლაუგრანა" ლურჯებს სთავაზობს გარკვეულ თანხასა და სერხი რობერტოს.

ახალი ამბავი არ არის, რომ ხოსეპ გვარდიოლა თანამემამულე უნივერსალი მარჯვენა მცველით რეალურად ინტერესდება.

შეგახსენებთ, "ეტიჰადელთა" ცენტრბექი არის წარმოშობით ფრანგი, თუმცა მან მიიღო ესპანეთის მოქალაქეობა და მოახლოებულ ევრო 2021-ზე ის პირენეელთა სახელით წარსდგება.

 

ბარსელონა დანებდა და ხელი საბოლოოდ ჩაიქნია — ვეინალდუმი სხვა კლუბში გადადის

გარსიას, აგუეროს და ემერსონის შემდეგ, ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა