ავტორიზაცია

რამდენად რეალურია ლაუტაროს ატლეტიკოში გადასვლა?

რამდენად რეალურია ლაუტაროს ატლეტიკოში გადასვლა?
თარიღი 07 ივნ 2021, 13:24

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" ახალგაზრდა თავდამსხმელით, ლაუტარო მარტინესით მადრიდის "ატლეტიკო" ინტერესდება.

პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს "ნერაძური" თავისი არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.

As-ის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და "გველები" თავიანთ შემტევს "ინდიელებში" არ გაყიდიან.

სამხრეთ ამერიკელი სტრაიკერი "ჯუზეპე მეაცას" ბინადრებისთვის სატრანსფერო ბაზაზე ხელშეუხებელი სტატუსით სარგებლობს.

შეგახსენებთ, "ტორო" "ინტერში" თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 132 შეხვედრა და გაიტანა 49 გოლი.

ინტერის პრეზიდენტმა ანტონიო კონტეს წასვლის მიზეზებზე ისაუბრა

ლაუტარო მარტინესი შესაძლოა ლა ლიგაში ვიხილოთ - ინტერმა ფასი დაასახელა