ავტორიზაცია

"რომელ ქვეყანაში მსურს თამაში?" - კვარაცხელიას კომენტარი

"რომელ ქვეყანაში მსურს თამაში?" - კვარაცხელიას კომენტარი
თარიღი 08 ივნ 2021, 00:01

20 წლის ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრი იწერება და მის მომავალს ბევრ გუნდს უკავშირებენ.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად კვარაცხელიამ გადაცემაში "სპორტის საათი" გააკეთა.

"ზოგადად, ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ სადაც წავალ, სათამაშო დრო მქონდეს.

ისე კი, ლა ლიგა ჩემთვის ყველაზე მისაღებია. ესპანეთში ბურთთან ახლოს თამაშობენ და ეს ჩემთვის კომფორტული იქნება", - თქვა კვარამ.

ჩაკვეტაძე კვარაცხელიაზე: "როცა მასთან მეტოქე ერთი-ერთზეა, უშანსოდაა"

"1 ივლისს შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს" - კვარას ტრანსფერის გაოფიციალურება ახლოვდება