ავტორიზაცია

ჩალჰანოღლუს სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება

ჩალჰანოღლუს სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
თარიღი 08 ივნ 2021, 10:19

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "მილანის" შემტევი ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

"როსონერი" მოელაპარაკა თურქ ფლეიემეიქერს ყოველწლიური ხელფასის გაზრდის თაობაზე, რის შედეგადაც ფეხბურთელი კონტრაქტს ახანგრძლივებს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, "ეშმაკების" ჰავბეკის ანაზღაურება გახდება წელიწადში ოთხი მილიონი ევრო, როგორც ეს თავად მოთამაშეს სურდა.

შეგახსენებთ, "სან სიროს" ბინადრების ათიანის სახელს უკავშირებდნენ ტურინის "იუვენტუსს", მილანის "ინტერს", "მანჩესტერ იუნაიტედს" და ლონდონის "არსენალს".

ოსმალი შუახაზელი "მილანში" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 172 შეხვედრა და გაიტანა 32 გოლი.

"ყველა დეტალის გამხელა არ მსურს", - მილანის დირექტორმა დონარუმას გადაწყვეტილება შეაფასა

საქმეში არსენალიც ჩაერთო - ჩალჰანოღლუს ხელში ჩაგდება 5 ევროპულ გრანდს სურს