ავტორიზაცია

სატრანსფერო ბაზარზე მანჩესტერული დერბი იწყება

სატრანსფერო ბაზარზე მანჩესტერული დერბი იწყება
თარიღი 08 Jun 2021, 10:29

ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულები არიან ბირმინგემის "ასტონ ვილას" კაპიტნით, ჯეკ გრილიშით.

"წითელი ეშმაკები" ადრეც ცდილობდნენ ინგლისელი შემტევი ნახევარმცველის გადმობირებას, თუმცა "ლომებმა" ის არ გაუშვეს.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ კი საქმეში ჩაერთვნენ "ქალაქელებიც", რომლებსაც "ლურჯ-წითლების" აღზრდილის სანაცვლოდ თანხა არ ენანებათ.

"ვილა პარკის" ბინადრების ათიანი შეფასებულია 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად, რაც ხოსეპ გვარდიოლასთვის პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.

"მანკუნიანელები" კი თავის მხრივ დინ სმიტს სთავაზობენ ბარტერს, ფეხბურთელს დამატებული თანხა, ბრიტანელი ჰავბეკის სანაცვლოდ.

ESPN-ი ასახელებს ფეხბურთელს, რომელიც გვარდიოლას სიტიში ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის სჭირდება

მანჩესტერ სიტი კეინისა და გრილიშის შეძენას გეგმავს