ავტორიზაცია

რა გუნდში გადავიდა მბაპე გრიზმანის Football Manager-ში?

რა გუნდში გადავიდა მბაპე გრიზმანის Football Manager-ში?
თარიღი 08 ივნ 2021, 10:45

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე 134 მილიონ ევროდ თავისი ამჟამინდელი გუნდიდან "ნიუკასლ იუნაიტედში" გადავიდა.

მართალია, არა რეალურ ცხოვრებაში, არამედ ანტუან გრიზმანის Football Manager-ში, რომელსაც ის საკმაოდ აქტიურად თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ფრანგმა ფორვარდმა "კაჭკაჭებთან" ერთად უკვე ხუთი ტიტულის მოგება მოახერხა.

რაც შეეხება რეალურ ცხოვრებას, "მამლების" შემტევის სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალს", თუმცა ის დიდი ალბათობით "პსჟ"-ში დარჩება.

პარიზული კლუბი აკეთებს ყველაფერს თავისი ბომბარდირის შესანარჩუნებლად და მალე მას ახალ სარფიან კონტრაქტსაც შესთავაზებს.

"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ", - დარჩება თუ არა დეშამი ევრო 2020-ის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში?

"მბაპე პსჟ-ზე ამბიციურ პროექტს ევროპაში ვერ ნახავს", - პარიზელთა პრეზიდენტი