"ვან დეიკის და სალაჰის ხელფასზე 33%-ით მეტი", - ინგლისელი ჟურნალისტი ვეინალდუმის ტრანსფერზე
ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, დენ კენეტმა, ჯორჯინიო ვეინალდუმის "ლივერპულიდან" "პარი სენ-ჟერმენში" მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:
"ვეინალდუმი პარი სენ-ჟერმენში ყოველწლიური ანაზღაურების სახით მიიღებს მინიმუმ რვა მილიონ ევროს, გადასახადების დაქვითვის გათვალისწინებით.
ეს არის კვირაში 250 ათასი ფუნტი სტერლინგი, რაც ვან დეიკის და სალაჰის ხელფასებზე 33%-ით უფრო დიდი თანხაა", - განაცხადა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდელი ცენტრალური ნახევარმცველის სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ "ბარსელონას", თუმცა "პსჟ"-მ მოთამაშეს უფრო სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა.
არაა გამორიცხული, რომ მერსისაიდელთა ჰავბეკის პარიზში ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაოფიციალურდეს.
ლივერპული სამ წამყვან ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს
კონტრაქტი უკვე გაფორმებულია - ვეინალდუმის ტრანსფერის ახალი დეტალები