ავტორიზაცია

იუვენტუსმა და ატლეტიკომ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

იუვენტუსმა და ატლეტიკომ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
თარიღი 08 ივნ 2021, 14:34

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელით, პაულო დიბალათი მადრიდის "ატლეტიკო" ინტერესდება.

"ბებერი ქალბატონი" არ არის არგენტინელი ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგი, თუმცა მხოლოდ მინიმუმ 60 მილიონ ევროდ.

"ინდიელები" ფულის გადახდას არ ჩქარობენ და "ბიანკონერის" სთავაზობენ ბარტერს, ანუ ფეხბურთელების გაცვლას - სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ საულ ნიგესი.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" სახით, ესპანელ შემტევ ნახევარმცველს მსურველები ისედაც არ აკლია.

რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის გუნდის წინახაზელს, მას კლუბის გამოცვლა არ სურს, რადგან მიზანი დიდი ხნით დარჩენაა.

იუვენტუსმა რონალდუს შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო - რა შემთხვევაში განხორციელდება ტრანსფერი?

რა შემთხვევაში გაუშვებს იუვენტუსი დიბალას ატლეტიკოში?