ავტორიზაცია

პსჟ-ში გადასვლა, თუმცა სერია ა-ში დარჩენა - დონარუმა იტალიას არ დატოვებს?!

პსჟ-ში გადასვლა, თუმცა სერია ა-ში დარჩენა - დონარუმა იტალიას არ დატოვებს?!
თარიღი 08 ივნ 2021, 23:20

როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას წინ პრაქტიკულად აღარაფერი უდგას.

L’Equipe-ის თანახმად, "პსჟ" იტალიელ გოლკიპერს იყიდის, თუმცა განათხოვრების წესით ერთი სეზონით სერია ა-ს რომელიმე გუნდში დატოვებს.

ასე პარიზელები კიდევ ერთი წლით დაიტოვებენ კეილორ ნავასს სასტარტო შემადგენლობაში, ჯიჯის კი სათადარიგოთა სკამზე ჯდომის პერსპექტივას აარიდებენ.

მხოლოდ კოსტა-რიკელი კარის დარაჯის წასვლის შემდეგ გადმოვა "როსონერის" აღზრდილი "ლურჯ-წითლებში" ახალი მთავარი მეკარის რანგში.

22-წლის გოლკიპერი ერთი წლით შესაძლოა ვიხილოთ ტურინის "იუვენტუსში", "რომაში" ან "ნაპოლიში". ფაქტია, რომ აპენინელი "ეშმაკებში" არ დარჩება.

ფავორიტი პარი სენ ჟერმენია - პარიზელები დონარუმას ზღაპრულ ხელფასს სთავაზობენ

როდის გაოფიციალურდება დონარუმას ტრანსფერი?