ავტორიზაცია

EXCLUSIVE: გურამ კაშიას ახალი კლუბი ცნობილია!

EXCLUSIVE: გურამ კაშიას ახალი კლუბი ცნობილია!
თარიღი 09 ივნ 2021, 00:30

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას ახალი კლუბი ცნობილია.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ კაშია კარიერას "სლოვან ბრატისლავაში" გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ამ გუნდს სათავეში ვლადიმირ ვაისი ჩაუდგა და სლოვაკეთის ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებულები გახდნენ.

კაშიას "ლოკომოტივთან" კონტაქტი ივნისის ბოლომდე აკავშირებს, ეროვნულ ლიგაში რამდენიმე მატჩს ჩაატარებს და სლოვაკეთს მიაშურებს.

შეგახსენებთ, რომ კაშია რკინიგზელებს სეზონის სტარტზე, "სან ხოსედან" შეუერთდა. ჯერჯერობით, "სლოვანთან" კონტაქტის დეტალები უცნობია.

კაშიამ აჭარლებს კვლავ გაუტანა - ლოკომოტივმა ბათუმის დინამო დაამარცხა!

VIDEO: "დინამოს ექიმიიიიიი...." - სახალისო მომენტი ნიდერლანდები-საქართველოს მატჩიდან