ავტორიზაცია

"არ მაქვს იმის თქმის უფლება, რაც კულისებს მიღმა რჩება", - ვეინალდუმი ლივერპულიდან წასვლის შესახებ

"არ მაქვს იმის თქმის უფლება, რაც კულისებს მიღმა რჩება", - ვეინალდუმი ლივერპულიდან წასვლის შესახებ
თარიღი 09 ივნ 2021, 10:39

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა "ლივერპულიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა:

"აცრემლებული თვალებით ვიბრძოდი ლივერპულში დარჩენისთვის, თუმცა შევეჭიდება ისეთ გარემოებებს, რომელმაც წასვლა მაინც მაიძულა.

ამ კლუბთან მაკავშირებს უამრავი დადებითი ემოცია, თუმცა სხვა გზა არ მქონდა, სამწუხაროდ, მერსისაიდიდან უნდა წავსულიყავი.

რა არის წასვლის რეალური მიზეზი? არის საკითხები, რაც იმალება კულისებს მიღმა და ამის გაჟღერების უფლება არ მაქვს", - განაცხადა "ნარინჯისფერთა" ჰავბეკმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელთა შუახაზელი "წითლებთან" ახალი კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე ვერ მორიგდა.

ჯინი თავდაპირველად უნდა გადასულიყო "ბარსელონაში", თუმცა მოგვიანებით, სარფიანი წინადადებით ის "პარი სენ-ჟერმენმა" მოხიბლა.

ლივერპული სამ წამყვან ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

ვეინალდუმის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბარსელონამ ყურადღება სხვა ფეხბურთელზე გადაიტანა