ავტორიზაცია

წმენდა ლივერპულში - მერსისაიდელებს სატრანსფერო ბაზარზე 60 მილიონის გამომუშავება სურთ

წმენდა ლივერპულში - მერსისაიდელებს სატრანსფერო ბაზარზე 60 მილიონის გამომუშავება სურთ
თარიღი 09 ივნ 2021, 12:23

The Athletic-ის ცნობით, "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაემშვიდობება ფეხბურთელებს, რომლებიც არიან რეზერვში ან იჯარით სხვა გუნდებში.

მერსისაიდული კლუბის მიზანია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევროს გამომუშავება.

"წითლების" შავი სია ასეთია - ჯერდან შაქირი, ლორის კარიუსი, დივოკ ორიგი, ტაკუმი მინამინო, მარკო გრუიჩი, ჰარი უილსონი, ტაივო ავონი, შეი ოჯო, ბენ ვუდბერნი, ლიერ მილარი.

"სქაუზერები" ყველაზე სარფიანად შვეიცარელი და იაპონელი შემტევების გასხვისებას გეგმავენ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ "ენფილდელებს" მსურველები ჯერ არ ჰყავთ.

"არ მაქვს იმის თქმის უფლება, რაც კულისებს მიღმა რჩება", - ვეინალდუმი ლივერპულიდან წასვლის შესახებ

შაქირი ლივერპულიდან წასვლას გეგმავს