ავტორიზაცია

"ტიტულების მოგების გარეშე დამთავრებულ სეზონში პოზიტივს ხედავენ", - მოურინიომ მანჩესტერს წაკბინა

"ტიტულების მოგების გარეშე დამთავრებულ სეზონში პოზიტივს ხედავენ", - მოურინიომ მანჩესტერს წაკბინა
თარიღი 10 ივნ 2021, 11:48

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გააკრიტიკა თავისი ყოფილი გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი". პორტუგალიელის მოსაზრება "ეშმაკუნების" თაობაზე ასეთია:

"ჩემს სადებიუტო მანჩესტერულ სეზონში მოვიგე სამი ტიტული, თუმცა მაინც მეტი მინდოდა. ვარ ოპტიმისტი და რეალისტი, ჩემი გუნდის შესაძლებლობების შესახებ კარგად ვიცოდი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გულშემატკივრებისა და პრესის მოლოდინი იყო უფრო გრანდიოზული, რის გამოც ფეხის დაცდენას არ მპატიობდნენ.

ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის - იუნაიტედში კმაყოფილები არიან მეორე ადგილით და ტიტულების მოგების გარეშე დამთავრებული სეზონით.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - ახლა ამ კლუბში სხვა სტანდარტებია, გაცილებით უფრო დაბალი", - განაცხადა "მგლების" სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, "განსაკუთრებული" "მანკუნიანელებში" მუშაობდა 2016-2018 წლებში და ამ დროის განმავლობაში გუნდმა მოიგო ევროპა ლიგა, ინგლისის სუპერთასი და ინგლისის ლიგის თასი.

მანჩესტერმა სანჩოზე მოლაპარაკებები განაახლა - ბორუსიამ თავისი ფასი დაასახელა

მოურინიო: "ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მე 25-ნახევარი ტიტული მოვიგე"