ავტორიზაცია

"მადლობა გუნდში სახელის დატოვებისთვის" - ქვილითაიას გენტის ფეხბურთელები ხუმრობით დაემშვიდობნენ

"მადლობა გუნდში სახელის დატოვებისთვის" - ქვილითაიას გენტის ფეხბურთელები ხუმრობით დაემშვიდობნენ
თარიღი 10 ივნ 2021, 13:33

3-წლიანი ბელგიური კლუბის წევრობის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ 500,000 ევროს სანაცვლოდ გენტი ოფიციალურ დატოვა და კარიერას კვიპროსულ აპოელში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია გენტის ოფიციალურმა გვერდმაც გამოაქვეყნა და ქართველ ფეხბურთელს წარმატებები უსურვა.

აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქვილითაიას გენტის უკრაინელი თანაგუნდელები ხუმრობით დაემშვიდობნენ. საქართველოს ნაკრების ფორვარდს თითოეულ მათგანთან ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვს.

გიორგი ქვილითაია გენტს 2018 წლის ზაფხულში ავსტრიული რაპიდიდან 3 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ბელგიურ გუნდში ამ დროის განმავლობაში 46-ჯერ ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გასული სეზონი იჯარით გენტიდან კვიპროსულ ანორთოსისში გაატარა, სადაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"მსაჯებო, გაახილეთ თვალები!" - დინამო თბილისის კაპიტანი მსაჯებს აკრიტიკებს

ყაზახეთში ეპატიჟებიან - გრიგალავას კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი აქვს