ავტორიზაცია

"გულახდილი ვიქნები...", - სანჩომ დაასახელა გუნდი, რომელსაც ბავშვობაში ქომაგობდა

"გულახდილი ვიქნები...", - სანჩომ დაასახელა გუნდი, რომელსაც ბავშვობაში ქომაგობდა
თარიღი 11 ივნ 2021, 13:46

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა, ჯეიდონ სანჩომ დაასახელა გუნდი, რომელსაც ის ბავშვობაში გულშემატკივრობდა:

"გულახდილი ვიქნები - ბავშვობაში ჩელსის ვგულშემატკივრობდი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები კი დროგბა და ლამპარდი იყვნენ.

ძალიან მომწონდა ფრენკის თამაშის სტილი, ის ნამდვილი ცივსისხლიანი მოთამაშე იყო", - განაცხადა ინგლისელმა ვინგერმა.

შეგახსენებთ, რომ "შავ-ყვითლების" გარემარბი უდიდესი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გადავა.

"წითელ ეშმაკებს" ვესტფალიელთა შვიდიანის ტრანსფერი დაუჯდებათ 95 მილიონი ევრო, კონტრაქტი კი 2026 წლამდე იქნება.

ჩელსი და პსჟ ბრძოლას აგრძელებენ — რომელ კლუბს აქვს ჰაკიმის ხელში ჩაგდების მეტი შანსი?

ხელფასიც ცნობილია! - სანჩოს პრემიერ ლიგაში გადმოსვლა ახლოვდება