ავტორიზაცია

რამოსს მშობლიური კლუბი ეპატიჟება

რამოსს მშობლიური კლუბი ეპატიჟება
თარიღი 11 ივნ 2021, 14:25

"პარი სენ-ჟერმენისა" და პრემიერ ლიგის გრანდების შემდეგ, მადრიდის "რეალის" კაპიტნის, სერხიო რამოსის სახელი კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს.

ES Radio-ს თანახმად, ესპანელი ცენტრალური მცველის სამსახურით დაინტერესებულია მისთვის მშობლიური "სევილია".

ანდალუსიური კლუბი "ბლანკოსის" ლიდერს სთავაზობს ხუთწლიან კონტრაქტს და შვიდ მილიონ ევროს ხელფასის სახით.

ამის გარდა, კარიერის დასრულების შემდეგ, "დალაქები" "სამეფო კლუბის" ოთხიანს კლუბის სტრუქტურაშიც პირდებიან ადგილს.

შეგახსენებთ, პირენეელი უკანახაზელი "თეთრ-წითლების" აკადემიაში ირიცხებოდა 1996-2003 წლებში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადმოსვლამდე კი მან ერთი სეზონი მთავარ გუნდშიც ჩაატარა.

 

BREAKING: უეფამ რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო - სუპერლიგამ გაიმარჯვა?!

სერხიო რამოსი VS ფლორენტინო პერესი - ვინ დარეკავს პირველი?