ავტორიზაცია

არსებობს თუ არა რეალურად კონფლიქტი მბაპეს და ჟირუს შორის? პოგბას კომენტარი

არსებობს თუ არა რეალურად კონფლიქტი მბაპეს და ჟირუს შორის? პოგბას კომენტარი
თარიღი 11 ივნ 2021, 16:04

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ოლივიე ჟირუსა და კილიან მბაპეს შორის მომხდარ მინი-კონფლიქტზე ისაუბრა.

ბულგარეთთან 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ, ჟირუმ აღნიშნა, რომ მას ხშირად პასებს არ აძლევენ და ასე რომ არ იყოს, გუნდი უფრო ეფექტურად იმოქმედებდა. მბაპემ ეს კომენტარი საკუთარ თავზე მიიღო, უკმაყოფილო დარჩა და თანაგუნდელებთან ნაკლებად საუბრობდა.

„გუნდში დაძაბული ურთიერთობა არ არსებობს. დაძაბული მხოლოდ ზურგი და ფეხები გვაქვს. გუნდში ყოველთვის დიდებული ატმოსფეროა. ოლივიეს და მბაპეს შორის კონფლიქტი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი შემიმჩნევია. შეიძლება, სიტყვები არასწორად იქნა გაგებული.

კილიანის თვისებები ყველამ იცით. მას გოლების გატანა და დიდებული გადაცემების გაკეთება შეუძლია. თავისი ასაკისთვის, ის წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. საფეხბურთო მოედანზე ის ალტრუისტია. მაგრამ მას სულ ვეუბნები, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, დაცვას და ნახევარდაცვას უფრო მეტად რომ ეხმარებოდეს. 

რაც შეეხება კონფლიქტს, მე მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.“ - ციტირებს პოგბას სიტყვებს Eurosport.
 

ჟირუმ დაძაბულობის განმუხტვა სცადა, თუმცა მბაპე კვლავ უკმაყოფილოა - ფრანგული სერიალი გრძელდება

ევრო 2020-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება — მბაპესა და ჟირუს ურთიერთობა დაეძაბათ