ავტორიზაცია

ბარსელონა ლაუტაროს ვარიანტს მიუბრუნდა

ბარსელონა ლაუტაროს ვარიანტს მიუბრუნდა
თარიღი 12 Jun 2021, 11:26

"ბარსელონა" მიუბრუნდა მილანის "ინტერის" ახალგაზრდა თავდამხმელის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერს. ამის შესახებ Diario Sport-ი წერს.

"ნერაძური" თავის არგენტინელ ფორვარდს აფასებს დაახლოებით 100 მილიონ ევროდ და მაღალი სატრანსფერო ღირებულების მიუხედავად, მისი წასვლა საკმაოდ რეალურია.

როგორც ვიცით, "გველების" ბიუჯეტი უნდა შეივსოს 80 მილიონი ევროთი და პოტენციურ გაყიდულ ფეხბურთელებს შორის აშრაფ ჰაკიმისთან ერთად, სწორედ გუნდის შემტევი ფიგურირებს.

იმ შემთხვევაში, თუ მაროკოელი მარჯვენა მცველი "ჯუზეპე მეაცაზე" დარჩება, კლუბს სწორედ "ტოროს" გაყიდვა მოუწევს.

რაც შეეხებათ კატალონიელებს, სამხრეთ ამერიკელი სტრაიკერის ტრანსფერში შესაძლოა ემერსონ აპარესიდო იქნას ჩართული.

ვეინალდუმის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ბარსელონა სხვა ნახევარმცველის ტრანსფერზე ამუშავდა

მესისთან, აგუეროსთან, დი მარიასთან და ლაუტაროსთან ერთად — არგენტინა კოპა ამერიკისთვის დაირაზმა