ავტორიზაცია

დონარუმას ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილია

დონარუმას ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილია
თარიღი 12 ივნ 2021, 11:36

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა შეიძლება ითქვას, რომ არაოფიციალურად უკვე "პარი სენ-ჟერმენის" მოთამაშეა.

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, იტალიელი გოლკიპერი "პსჟ"-ში ითამაშებს 2026 წლამდე, მისი ყოველწლიური ხელფასი კი 12 მილიონი იქნება.

ისმის კითხვა - როდის გაოფიციალურდება ჯიჯის ტრანსფერი პარიზში? მას შემდეგ, რაც "ლურჯ-წითლების" მომავალი კარის დარაჯი გახდება თავისუფალი აგენტი, ანუ 30 ივნისს.

როგორც მოგეხსენებათ, 22-წლის მეკარე "პარკ დე პრენსზე" გადადის უფასოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ დარჩენილია "მილანთან" კონტრაქტის ამოწურვის დალოდება.

შეგახსენებთ, რომ აპენინელი გოლკიპერის სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსს", მაგრამ ყველას მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა აჯობა.

ვეინალდუმის პირველი განცხადება პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ

პსჟ-ში გადასვლა, თუმცა სერია ა-ში დარჩენა - დონარუმა იტალიას არ დატოვებს?!