ავტორიზაცია

"თანამედროვე ფეხბურთში რონალდოს უნარების მქონე ფეხბურთელს ვხედავ", - მოურინიო

"თანამედროვე ფეხბურთში რონალდოს უნარების მქონე ფეხბურთელს ვხედავ", - მოურინიო
თარიღი 12 ივნ 2021, 12:52

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ის ლეგენდარული ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს უნარების მქონე მოთამაშეს ხედავს:

"თანამედროვე ფეხბურთში ვხედავ რონალდოს უნარების მქონე ფეხბურთელს და ასეთი ჩემთვის მბაპეა. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატი მისი ტურნირი იქნება.

ფრანგმა თავდამსხმელმა ჩემზე მოახდინა უდიდესი შთაბეჭდილება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ნაკლებად ცნობილი მოზარდი იყო.

იგივეს ვგრძნობდი ბრაზილიელი ფორვარდის მიმართაც, როდესაც ვმუშაობდი ბარსელონაში, რობსონის თარჯიმნად და ასისტენდად.

ფენომენი მიაღწევდა კიდევ უფრო მეტს, რომ არა კოშმარული ტრავმები, რომელიც მას მთელი კარიერის განმავლობაში თან სდევდა".

შეგახსენებთ, პორტუგალიელი სპეციალისტი კატალონიაში მუშაობდა 1996-2000 წლებში და 1996/1997 წლების სეზონში გუნდში სწორედ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების საკულტო შემტევი ბრწყინავდა (49 მატჩი, 47 გოლი).

ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში რონალდოს ისტორიულ მიღწევას მიუახლოვდა

პიკე: "იმედი მაქვს ის ბარსელონაში გადმოვა, რადგან საუკეთესოები აქ უნდა თამაშობდნენ"