"ამ ეტაპზე, მბაპესთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძვის", - ფაბრიციო რომანო
ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კილიან მბაპეს გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„ხელფასი, რომელსაც „პსჟ“ მბაპეს სთავაზობს - წლიურად 30 მილიონი ევროა, ჩემპიონთა ლიგის მოგების ბონუსის გარეშე. თუმცა, ისინი ასევე პროექტზეც ფიქრობენ, მბაპეს სურს, უძლიერესი, ტოპ-გუნდის წევრი იყოს. ამიტომ, „პსჟ“ დიდი ზაფხულისთვის ემზადება.
„რეალი“ მბაპეს გადაწყვეტილების მოლოდინში იმყოფება, ისინი მისით შეპყრობილები არიან და მხოლოდ მბაპე სურთ. თუმცა, კლუბმა იცის, რომ ნასელ ალ-ხელაიფის სიტყვების შემდეგ, მისი შეძენა რთული იქნება. ამ ზაფხულს, მბაპეს მომავალი საბოლოოდ გადაწყდება.
ამ ეტაპზე, კილიან მბაპესთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძვის - „პსჟ’ და მადრიდის „რეალი“. სხვა არავის მისი შეძენის არანაირი შანსი არ აქვს.
თუ მბაპეს „პსჟ-დან“ წასვლის 1% შანსი მაინც იარსებებს, „რეალი“ მის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.“ - აღნიშნა რომანომ პოდკასტზე.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო დღეს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გავლენიანი სატრანსფერო ჟურნალისტია.
"სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო", - მბაპე საკუთარ მომავალზე გულახდილად ალაპარაკდა
მოურინიო: "მოვიდა დრო, მბაპემ მუშტი დაკრას და თქვას, რომ საუკეთესოა"