"მბაპე ნეიმარის უარყოფითი გავლენის ქვეშ მოექცა, მისი საქციელი ძალიან გამაღიზიანებელია", - პეტი
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ, კილიან მბაპე მწვავედ გააკრიტიკა:
"მბაპე ხშირად ღიზიანდება მაშინ, როდესაც ყველაფერი არ მიდის ისე, როგორც მას უნდა. იგრძნობა ნეიმარის გავლენა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდზე.
მისი სტატუსის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, რომ წარმოქმნილი სირთულეები გადაგორებული ყოფილიყოს მორალური ძალების ხარჯზე და არა სკანდალების.
კილიანის გამოხტომები პირადად ჩემთვის გამაღიზიანებელი და დამღლელია. სამწუხაროდ, ეს რეალობაა", - განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს კონფლიქტი მოუვიდა ოლივიე ჟირუსთან, მას შემდეგ, რაც მეორემ რამდენიმე საკითხის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
"მამლები" ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში ჩაერთვებიან 15 ივნისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, მოწინააღმდეგე გერმანია იქნება.
"საფრანგეთი ფავორიტი მხოლოდ ქაღალდზეა", - რუდიგერი მოახლოებული მატჩის წინ
მბაპე: "პსჟ-ს ხელმძღვანელობისთვის ფეხბურთელების ყიდვა არასოდეს მითხოვია"