ავტორიზაცია

შმეიხელი: "უეფამ მორიგი უაზრო გადაწყვეტილება მიიღო"

შმეიხელი: "უეფამ მორიგი უაზრო გადაწყვეტილება მიიღო"
თარიღი 14 ივნ 2021, 11:38

დანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა მწვავედ გააკრიტიკა უეფა, იმის გამო რომ ფინეთთან მატჩი იმ საღამოსვე განახლდა:

"დანია-ფინეთის შეხვედრის იმ საღამოსვე განახლება? უეფას მორიგი უაზრო გადაწყვეტილება. მათ უნდა შეემუშავათ სხვა გეგმა.

მათ მართებდათ მეტი გულისხმიერება, თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. ასეთ სიტუაციაში ტურნირის გამართვის საკითხი მეორე პლანზე იწევა.

ლოგიკური იქნებოდა, რომ აღნიშნული მატჩი ჩატარებულიყო მეორე დღეს, დაგემილ თამაშებზე ადრე", - განაცხადა დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიქსენის გულის შეტევის გამო შეჩერდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ვერსიები, თითქოს მატჩი განახლდებოდა მეორე დღეს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მალევე გაგრძელდა.

"ბოდიშით, მაგრამ არ მგონია, რომ ეს არჩევანია", - ლაუდრუპმა უეფას გადაწყვეტილება გააკრიტიკა

შმეიხელი მანჩესტერის ფანებს: "იდიოტები ხართ"