ავტორიზაცია

მხარეები შეთანხმდნენ - ტოტენჰემის ახალი მწვრთნელი ცნობილია

მხარეები შეთანხმდნენ - ტოტენჰემის ახალი მწვრთნელი ცნობილია
თარიღი 14 ივნ 2021, 12:03

ტოტენჰემს კვლავ პორტუგალიელი მწვრთნელი გაწვრთნის - ჟოზე მოურინიოს შემდეგ ლონდონელების ახალი თავკაცი პაულო ფონსეკა იქნება.

ამის შესახებ The Guardian იუწყება და წერენ, რომ ტოტენჰემის ხელმძღვანელობის მხარე პაულო ფონსეკას სამუშაო დეტალებზეც შეუთანხმდა.

როგორც წყარო იუწყება, ტოტენჰემის ახალი სპორტული დირექტორის ფაბიო პარატიჩის პირველი მიზანი გუნდში ანტონიო კონტეს მიწვევა იყო, რაც არ გამოუვიდა, რის შემდეგაც რომას ყოფილ სპეციალისტზე გადაერთო და გამოუვიდა კიდეც.

პაულო ფონსეკას უკანასკნელი სამუშაო 2019-2021 წლებში რომა იყო, მანამდე კი დავით ხოჭოლავას და შახტარს 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა.

"მინდა ვიცოდე, რა მოხდა" - ერიქსენის პირველი კომენტარი

რეალსა და რამოსს შორის ყველაფერი გაირკვა - As