ავტორიზაცია

"ზიკო, რომარიო, რონალდო, ახლა კი ნეიმარი", - ტიტემ ბრაზილიის ნაკრების სხვადასხვა თაობა გაიხსენა

"ზიკო, რომარიო, რონალდო, ახლა კი ნეიმარი", - ტიტემ ბრაზილიის ნაკრების სხვადასხვა თაობა გაიხსენა
თარიღი 14 Jun 2021, 19:58

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე ადენორ ლეონარდო ბაკიმ თავისი ქვეყნის გუნდის შესახებ ისაუბრა:

"ბრაზილიის ნაკრების ყველა ეპოქაში ჰყავდა ინდივიდუალური თვისებებით გამორჩეული ფეხბურთელები. მათი რიცხვი ძალიან დიდია.

ზიკო, რომარიო, რონალდო, ახლა კი ნეიმარი. მას არავის ვადარებ და ზოგადად შედარებში ვარ საკმაოდ ფრთხილი, თუმცა ფაქტია, გუნდის ლიდერი ის არის.

"სელესაოს" თავდამსხმელს შეუძლია კოპა ამერიკაზე გაბრწყინება და თავისი გუნდისთვის ტიტულის მოპოვება", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი "ყვითლების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში 62 გოლით არის მეორე ადგილზე და მასზე წინ 77 ბურთით მხოლოდ პელეა.

კოუტინიო მელიების ბუნაგში? - ბრაზილიელს საინტერესო მსურველი ჰყავს

"თანამედროვე ფეხბურთში რონალდოს უნარების მქონე ფეხბურთელს ვხედავ", - მოურინიო