ავტორიზაცია

"მბაპე შეცვლის რონალდუს, მაგრამ არა მესის", - ლინეკერი

"მბაპე შეცვლის რონალდუს, მაგრამ არა მესის", - ლინეკერი
თარიღი 15 ივნ 2021, 10:36

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა, კილიან მბაპეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მბაპე უკვე ახლა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და დიდი ალბათობით ის რონალდუს შეცვლის.

პორტუგალიელი თავდამსხმელის ფრანგი ფორვარდით შეცვლა წარმომიდგენია, თუმცა მესის მიმართებაში ეს არ მოქმედებს.

ლეო არის შეუცვლელი, რადგან მისი თამაშის გამეორებას ვერავინ შეძლებს. ნიჭის მხრივ კი კილიანთან პრეტენზიები არ მაქვს.

უბრალოდ მაქვს კითხვა - შეძლებს თუ ის ამ მუხტის შენარჩუნებას 17-19 წლის განავლობაში, როგორც ეს არგენტინელმა ბომბარდირმა და კრიშტიანუმ გააკეთეს?

სწორედ ეს უნდა იყოს პარი სენ-ჟერმენის წინახაზელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა კარიერაში", - განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 ივნისს, მბაპე, ისევე როგორც რონალდუ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ.

"მოედანზე ის უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - დონადონიმ მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

"როგორ უნდა გავაჩეროთ კილიან მბაპე?", - ნოიერის განცხადება საფრანგეთთან მოახლოებულ მატჩზე