ავტორიზაცია

ერიქსენის პირველი ფოტო და კომენტარი საავადმყოფოდან - "კარგად ვარ, რამდენადაც ეს შესაძლებელია"

ერიქსენის პირველი ფოტო და კომენტარი საავადმყოფოდან - "კარგად ვარ, რამდენადაც ეს შესაძლებელია"
თარიღი 15 ივნ 2021, 11:44

დანიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, კრისტიან ერიქსენმა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაავრცელა პირველი ფოტო და კომენტარი გააკეთა:

"მოგესალმებით. მადლობა ყველას ყურადღებისა და თბილი სიტყვებისთვის. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თავს ვგრძნობ კარგად, ამ გარემოებებში რამდენადაც შესაძლებელია, ისე. მელის გამოკვლევები, თუმცა საერთო ჯამში ნორმალურად ვარ.

დღეიდან მეც დანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ, ითამაშეთ მთელი ქვეყნისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს", - განაცხადა "ვიკინგების" შემტევმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, "თეთრ-წითლებისა" და ფინეთის შეხვედრის 43-ე წუთზე მილანის "ინტერის" ფლეიმეიქერმა გულის შეტევა მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ელის 29-წლის გამთამაშებლის კარიერას. საბოლოო პასუხი გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ერიქსენი ყველაზე მეტად ინტერის მხრიდან წამოსული ყურადღებით მოიხიბლა", - კრისტიანის აგენტი

დრამატული მოვლენის შემდეგ - დანია ევროს დებიუტანტ ფინეთთან დამარცხდა