ავტორიზაცია

დინამო თბილისი წილისყრის მოლოდინშია - 52-მატჩიანი ურთიერთშეხვედრების ისტორია სავარაუდო მეტოქესთან

დინამო თბილისი წილისყრის მოლოდინშია - 52-მატჩიანი ურთიერთშეხვედრების ისტორია სავარაუდო მეტოქესთან
თარიღი 15 ივნ 2021, 12:50

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამოს" სავარაუდო მოწინააღმდეგეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე არიან ჰაიფას "მაკაბი", ბაქოს "ნეფტჩი", სოლიგორსკის "შახტიორი" და "ტუეტა".

წილისყრა გაიმართება დღეს, ჩვენი დროით 14:00 საათზე. იქამდე განვიხილოთ ქართული გუნდის პოტენციური მეტოქეები.

ყველაზე მდიდარი ურთიერთშეხვედრების ისტორია "ლურჯ-თეთრებს" აკავშირებთ "ნეფტჩისთან", რომელთანაც ჩატარებული იქნა 52 მატჩი.

ეს იმით არის განპირობებული, რომ "დინამო" და ბაქოელები დიდი ხნის მანძილზე ერთად საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში გამოდიოდნენ.

25 მოგება ფიქსირდება თბილისელთა ანგარიშზე, 11 - აზერბაიჯანელთა, 16 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. რაც შეეხებათ დანარჩენებს:

ქართული გუნდი არასდროს შეხვედრია "შახტიორს", თუმცა ბელარუსული კლუბების წინააღმდეგ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, სტატისტიკა ასეთია - 6 მატჩი, 4 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.

სოლიგორსკელების მსგავსად, "ლურჯ-თეთრები" არასდროს შეხვედრილან "ტუეტას", ზოგადად ალბანელების წინააღმდეგ კი 5 შეხვედრიდან 2 დასრულდა მოგებით, 3 კი წაგებით.

რაც შეეხება "მაკაბის", "დინამო" არასდროს შეხვედრილა აღნიშნულ გუნდს, ისევე როგორც ზოგადად ისრაელის წარმომადგენლებს.

VIDEO: "დინამოს თამაში უეფას სამწვრთნელო კურსებშია შესატანი", - ვესტ ჰემმა თბილისელებთან მატჩი გაიხსენა

VIDEO: "დინამოს ექიმიიიიიი...." - სახალისო მომენტი ნიდერლანდები-საქართველოს მატჩიდან