რამდენად რეალურია ლაპორტის ბარსელონაში გადასვლა?
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" აქტიურად ინტერესდება "მანჩესტერ სიტის" კიდევ ერთი ცენტრალური მცველით, ემერიკ ლაპორტით.
კატალონიიურ კლუბში გადასვლის წინააღმდეგი არ არის თავად ესპანელი უკანახაზელიც, თუმცა პრობლემას სატრანსფერო ფასი წარმოადგენს.
Diario Sport-ის თანახმად, "ქალაქელები" თავიანთ უკანახაზელს აფასებენ მინიმუმ 50 მილიონ ევროდ, რაც "ბლაუგრანასთვის" მიუღებელია.
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" იმედი აქვთ, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი თანახმა იქნება ბარტერზე ან ბასკი ცენტრბექის ფასს დაწევს.
შეგახსენებთ, "კამპ ნოუზე" "ეტიჰადიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით უკვე გადმოვიდა ორი ფეხბურთელი - სერხიო აგუერო და ერიკ გარსია.
აგუეროს და გარსიას შემდეგ, ბარსელონას რადარზე სიტის კიდევ 3 ფეხბურთელია
"კუმანი კიდევ ერთ წელს იმსახურებს", - გვარდიოლამ ლაპორტას გადაწყვეტილება მოუწონა