ავტორიზაცია

სად და როგორ მივცეთ ხმა კვარაცხელიას Golden Boy 2021-ის გამოკითხვაში?

სად და როგორ მივცეთ ხმა კვარაცხელიას Golden Boy 2021-ის გამოკითხვაში?
თარიღი 16 ივნ 2021, 12:02

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy 2021-ის 100 ნომინანტ შორის არის.

ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს ასახელებს გამოცემა Tuttosport-ი და "ჯვაროსნების" ვინგერისთვის ხმის მისაცემად უნდა გადახვიდეთ გვერდზე, რომელიც არის დალინკული, მოძებნოთ ხვიჩა კვარაცხელია და მის გრაფაზე დააკლიკოთ.

როგორც ვხედავთ, გამოკითხვაში ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღო უკვე 125671-მა ადამიანმა და კონკრეტულად ყაზანის "რუბინის" გარემარბს ხმა 3043-მა მომხმარებელმა მისცა.

რუსული გუნდის 21-ე ნომერს ეკუთვნის ხმების სულ რაღაც 0.2%, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო.

რაც შეეხება ლიდერს, 66514 ხმით (52%), ასეთი ჯერჯერობით არის "ბეშიქთაშის" მეკარე, ერსინ დესტანოღლუ, რომელიც თურქეთის სუპერ ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა.

ხვიჩას სიაშია - რუბინს კვარაცხელია წინასასეზონო შეკრებაზე მიჰყავს

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს!