ავტორიზაცია

რეალის ისტორიაში მეოთხედ და 1944 წლის შემდეგ პირველად - მადრიდელთა უცხოელი კაპიტნები

რეალის ისტორიაში მეოთხედ და 1944 წლის შემდეგ პირველად - მადრიდელთა უცხოელი კაპიტნები
თარიღი 17 ივნ 2021, 10:26

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" ტოვებს სერხიო რამოსი, რომლის წასვლის შემდეგ, გუნდის კაპიტანი მარსელო ვიეირა გახდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილიელი მარცხენა მცველი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს სათადარიგოთა სკამზე, სამკლაურით უფრო ხშირად ვიხილავთ აგრეთვე ლეგიონერს, კარიმ ბენზემას.

ერთი სიტყვით, ასეც და ისეც, "სამეფო კლუბის" წინამძღოლი უცხოელი ფეხბურთელი იქნება. "ბლანკოსის" ისტორიაში მსგავსი რამ ხდება მეოთხედ, 1944 წლის შემდეგ კი პირველად.

ცნობისთვის, "რეალის" პირველი კაპიტანი იყო აგრეთვე ლეგიონერი, ირლანდიელი არტურ ჯონსონი, 1901-1902 წლებში.

ორი წლის შემდეგ (1903-1904), სამკლაური გადაიბარა გვატემალელმა ფედერიკო რევუელტომ, რომლის შესახებ საერთო ჯამში ბევრი არაფერია ცნობილი.

მორიგი უცხოელი კაპიტანი მადრიდში გამოჩნდა 38 წლის შემდეგ - მექსიკელი ხოსე რამონ საუტო, 1942-1944 წლებში. როგორც ვხედავთ, იმის შემდეგ და დღემდე, "სამეფო კლუბს" ყოველთვის ესპანელი წინამძღოლობდა.

რამდენად რეალურია რამოსის სევილიაში დაბრუნება? - ფაბრიციო რომანოს ინსაიდი

მარსელო რეალს დაუკავშირდა და საკუთარ მომავალზე ჰკითხა - ბრაზილიელის ბედი გადაწყვეტილია