ავტორიზაცია

რამოსის შემდეგ, პრესა ვარანის მომავალზეც საუბრობს - რას აპირებს ფრანგი?

რამოსის შემდეგ, პრესა ვარანის მომავალზეც საუბრობს - რას აპირებს ფრანგი?
თარიღი 17 ივნ 2021, 12:46

როგორც მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში გუნდის კაპიტანს, სერხიო რამოსს ვეღარ ვიხილავთ.

ისმის კითხვა - ესპანელი ცენტრალური მცველის წასვლის შემდეგ, რა ბედი ეწევა რაფელ ვარანს? ნიკოლა სკირა ესპანურ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრანგი "სამეფო კლუბში" დარჩება.

"ბლანკოსის" უკანახაზელის ამჟამინდელი ხელშეკრულება გათვლილია 2022 წლამდე და ის დიდი ალბათობით კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდება.

"რეალის" ხუთიანის სახელს უკავშირებდნენ ტურინის "იუვენტუსს", "პარი სენ-ჟერმენსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს", თუმცა კონკრეტულ წინადადებამდე საქმე არ მისულა.

შეგახსენებთ, წარმოშობით მარტინიკელი ცენტრბექი მადრიდში თამაშობს 2011 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 360 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

რეალის ისტორიაში მეოთხედ და 1944 წლის შემდეგ პირველად - მადრიდელთა უცხოელი კაპიტნები

მანჩესტერ იუნაიტედმა ვარანის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა — MARCA