ავტორიზაცია

კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორის იმპლანტირება - ერიქსენს ოპერაცია ჩაუტარდება

კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორის იმპლანტირება - ერიქსენს ოპერაცია ჩაუტარდება
თარიღი 17 ივნ 2021, 13:06

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კრისტიან ერიქსენს გულის არეში ოპერაცია ჩაუტარდება.

"ვიკინგების" ლიდერს გაუკეთებენ კარდიოვერტერ-​დეფიბრილატორის იმპლანტირებას, იმისთვის, რომ გულის გაჩერების ალბათობა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას.

მილანის "ინტერის" შემტევმა ნახევარმცველმა ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა თანამემამულე და საერთაშორისო სპეციალისტებთან გასაუბრების შემდეგ.

ოპერაციის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც აღდგენითი პროცესის ფორმა, პროცედურა და ვადა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "წითლების" ათიანმა ფინეთთან შეხვედრაში გულის შეტევა გადაიტანა.

სკანდინავიელ ფლეიმეიქერს მოედანზე აღმოუჩინეს დროული სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერიქსენის პირველი ფოტო და კომენტარი საავადმყოფოდან - "კარგად ვარ, რამდენადაც ეს შესაძლებელია"

დრამატული მოვლენის შემდეგ - დანია ევროს დებიუტანტ ფინეთთან დამარცხდა