ავტორიზაცია

"ვაისი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია" - კაშია სლოვანში ტრანსფერზე

"ვაისი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია" - კაშია სლოვანში ტრანსფერზე
თარიღი 17 Jun 2021, 20:13

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია კარიერას ბრატისლავის სლოვანში გააგრძელებენ.

ჯვაროსანთა 33 წლის მცველმა გურამ კაშიამ ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რა მიზნები აქვს სლოვანს და ჩემგან რა მოლოდინი აქვთ. სტადიონი მშვენიერია, საფეხბურთო სულისკვეთება იგრძნობა. კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია და ასევე შესანიშნავი ადამიანია. ახლა მინდა, კარგად მოვემზადო და შემდეგ შევეცდები, ამ კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის დავიხარჯო," - განაცხადა კაშიამ

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელმა სლოვან ბრატისლავასთან 1+1 სისტემით გააფორმეს კონტრაქტი.

"მინდა ისევე დავეხმარო ვაისს, როგორც ის დამეხმარა" - კანკავა სლოვანში ტრანსფერზე

"ორივე მათგანს თვალდახუჭული ვენდობი" - ვაისი კანკავას და კაშიას ტრანსფერზე