ავტორიზაცია

ახლოს კიდევ ერთ ტიტულთან - ბასილაშვილი ნახევარფინალშია!

ახლოს კიდევ ერთ ტიტულთან - ბასილაშვილი ნახევარფინალშია!
თარიღი 18 ივნ 2021, 17:23

ჰალეს ტურნირის 1/4 ფინალში ერთმანეთს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი და სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჰარისი დაუპირისპირდნენ.

ბასილაშვილმა თამაში თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და პირველი სეტი ერთი ბრეიკით, 6:4 მოიგო.

მეორე სეტში ჰარისმა გაცილებთ კარგად ითამაშა, მეტოქეს არაფერი დაუთმო და საქმე ტაი ბრეიკამდე მიიყვანა.

როგორც წესი, ბასილაშვილს ტაი ბრეიკზე თამაში უჭირს, თუმცა ამ შემთხვევაში საჩოგბურთო ფორტუნას თავი კარგად გაართვა, 7:5 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ცნობილია, რომ ჰალეს ტურნირის ნახევრაფინალში ბასილაშვილის მეტოქე რუსი ალექსანდრ რუბლევი იქნება.

 

5 ტურნირი, რომელიც ბასილაშვილს კარიერაში აქვს მოგებული

ბასილაშვილმა კარიერის რეკორდი დაამყარა