ავტორიზაცია

მუნდიალის ვიცე-ჩემპიონის მდგომარეობა მძიმდება - ხორვატიამ ჩეხეთსაც ვერ მოუგო [VIDEO]

თარიღი 18 ივნ 2021, 21:57

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხორვატია დაუპირისპირდა ჩეხეთს, რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 1:1.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია პირველ ტურში დამარცხა ინგლისთან, ჩეხეთმა კი ძლია შოტლანდიას, თანაც საკმაოდ დამაჯერებლად.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პატრიკ შიკის ზუსტად შესრულებულ პენალტს, ივან პერიშიჩმა ანგარიშის გამთანაბრებელი გოლით უპასუხა.

ინგლისი-შოტლანდიის შეხვედრის დაწყებამდე, ხორვატია ერთი ქულით რჩება მესამე ადგილზე, ჩეხეთი ოთხი ქულით კი პირველზე.

მოდრიჩი: "ხორვატიის ნაკრები მატჩების წინ მუხლს არ მოიდრეკს"

დღის ცენტრალურ შეხვედრაში ინგლისმა ხორვატიას სტერლინგის გოლით მოუგო