ავტორიზაცია

"კვარაცხელია ევროპაშიც ათამაშდება, თუმცა მის ადგილზე წასვლას არ ვიჩქარებდი", - ყაზანის მერი

"კვარაცხელია ევროპაშიც ათამაშდება, თუმცა მის ადგილზე წასვლას არ ვიჩქარებდი", - ყაზანის მერი
თარიღი 19 ივნ 2021, 13:28

ქალაქ ყაზანის მერმა, ილსურ მეტშინმა, ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინიდან" შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა:

"კვარაცხელიას წასვლა რუბინისთვის იქნება დიდი დანაკლისი. არ არსებობს კლუბი, რომელსაც დიდი ფეხბურთელები არ ტოვებდნენ.

მჯერა, რომ ის ევროპაშიც ათამაშდება, თუმცა ქართველი შემტევის ადგილზე ჩვენი კლუბის დატოვებას არ ვიჩქარებდი", - განაცხადა რუსმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბის ახალგაზრდა ვინგერის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი.

"წითელ-მწვანეები" 20-წლის გარემარბს აფასებენ დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ, მის სახელს კი ყველაზე აქტიურად "ლიდსს" უკავშირებენ.

თავად ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-ე ნომერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის დატოვება და ევროპაში გადასვლა მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

სად და როგორ მივცეთ ხმა კვარაცხელიას Golden Boy 2021-ის გამოკითხვაში?

ხვიჩას სიაშია - რუბინს კვარაცხელია წინასასეზონო შეკრებაზე მიჰყავს