ავტორიზაცია

"ახალგაზრდაა და ბევრი აქვს სასწავლი", - ლუის ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელს ლევანდოვსკიზე ნათქვამი ფრაზა დაუწუნა

"ახალგაზრდაა და ბევრი აქვს სასწავლი", - ლუის ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელს ლევანდოვსკიზე ნათქვამი ფრაზა დაუწუნა
თარიღი 20 ივნ 2021, 15:09

ლუის ენრიკემ თავისი შეგირდის, ფერან ტორესის სიტყვებზე ისაუბრა, რომელიც ფეხბურთელმა პოლონეთთან მატჩის წინ წარმოთქვა.

როცა „სიტის“ შემტევს ლევანდოვსკისთან მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ჰკითხეს, ფეხბურთელმა უპასუხა: „ჩვენ ეს არ გვაღელვებს. ჩვენი ცენტრალური მცველები ლევანდოვსკის შეჭმას აპირებენ.“ 

როგორც იცით, ლევანდოვსკიმ ამ მატჩში გოლი გაიტანა და ესპანეთს ჯიბიდან გამარჯვება ამოაცალა. რა თქმა უნდა, თამაშის შემდეგ ტორესის ეს ფრაზა მთელ ინტერნეტს მოედო და ლუის ენრიკემდეც მივიდა.

„ფერან ტორესი ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი აქვს სასწავლი. მაგალითად ის, რომ ასეთი რაღაცის თქმა არ ღირდა.“ - აღნიშნა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ, ესპანეთის ანგარიშზე 2 ქულაა.