ვიდალი, მედელი, ვარგასი და ჩილეს ნაკრების კიდევ რამდენიმე მოთამაშე სექს-სკანდალში გაეხვა
ჩილეს ეროვნული ნაკრების ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი სექს-სკანდალში გაეხვა. ესენი არიან - არტურო ვიდალი, გარი მედელი, ედუარდო ვარგასი, პაბლო არანგისი, პაბლო გალდამესი, გილიერმო მარიპანი და ჟან მენესესი.
საქმე ისაა, რომ "წითლების" მოთამაშეებმა დაარღვიეს დისციპლინა და სანიტარული ნორმები, სასტუმროში სექს-წვეულების მოსაწყობად.
"ლა როხა" კოპა ამერიკაზე დაბინავებულია Gran Hotel Odara-ში და სწორედ აღნიშნულ სასტუმროში გამოიძახეს ფეხბურთელებმა მეძავები.
სამხრეთ ამერიკულ ნაკრები აღნიშნული ფაქტის გამო არ ვარჯიშობს უკვე ორი დღეა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ლასარტემ კი პროტესტის ნიშნად შესაძლოა თავისი პოსტი დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ ჩილემ კონტინენტის პირველობაზე ითამაშე ფრე არგენტინასთან და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ბოლივია.
"წითლების" შემდეგი შეხვედრა გაიმართება 22 ივნისის ღამეს, ურუგვაის წინააღმდეგ. აქვე დავამატებთ, რომ "ლა როხას" მსგავსად, 4 ქულა ჯგუფში "ალბისელესტესაც" აქვს.