"იმედგაცრუებული ვარ" - ვილი სანიოლმა საფრანგეთის ნაკრები გააკრიტიკა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უნგრეთთან(1-1) ვერმოგებული მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები გააკრიტიკა.
ფრანგმა სპეციალისტმა ინტერვიუ ცნობილ გამოცემა L'EQUIPE-ს მისცა და თქვა, რომ იმედგაცრუებულია ბენჟამინ პავარის მოქმედებით, ისევე, როგორც მთელი ნაკრების.
"პავარდმა იმედები გამიცრუა. ის ფეხბურთელია, რომელიც როგორც წესი, ცუდი არასდროსაა. ამჯერად, მთელი თამაშის განმავლობაში დიდი სირთულეები ჰქონდა.
თითქოს, გერმანიასთან მოგებული მატჩის შემდეგ ნაკრები თვითკმაყოფილი იყო. ალბათ, ბევრი წაიკითხეს, რომ ძალიან მაგრები არიან, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ მეტოქეს მხოლოდ ნიჭით მოუგებ, ეს თვითკმაყოფილებაა, რაც შედეგს არ იძლევა," - თქვა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სპეციალურად ბენჟამინ პავარი იმიტომ შეაფასა, რომ წარსულში ისიც მარჯვენა მცველი იყო.
მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონებმა გერმანიასთან(1-0) მოგების შემდეგ უნგრეთის(1-1) დამარცხება ვერ შეძლეს.