ავტორიზაცია

"ვემზადებით, როგორ ვითამაშოთ კვარას გარეშე და მასთან ერთად" - ლეონიდ სლუცკი

"ვემზადებით, როგორ ვითამაშოთ კვარას გარეშე და მასთან ერთად" - ლეონიდ სლუცკი
თარიღი 21 Jun 2021, 14:07

ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, იგი ვარჯიშებზე განიხილავს მზადების 2 ვარიანტს: როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა კვარაცხელიას წასვლის და მისი დარჩენის შემთხვევაში.

"არის ლეგიონერების ლიმიტი, 11 უცხოელი მოთამაშე გვყავს. რომელი 3 უცხოელი ვერ მოხვდება განაცხადში სეზონის მსვლელობისას, ჯერჯერობით არ ვიცით. დავადასტურებ, რომ თუ რუბინი ტრანსფერს გააკეთებს, ადგილობრივი ფეხბურთელი იქნება.

ვემზადებით, როგორ ვითამაშოთ კვარაცხელიას გარეშე და მასთან ერთადაც, თუ ხვიჩა დარჩება. მისი ვარჯიშებზე მონდომებით არ ჩანს, რომ სატრანსფერო ჭორები მასზე გავლენას ახდენს, ბოლომდე იხარჯება ყველა ვარჯიშზე. 

ახლა ხვიჩა ერთჯერადად ვარჯიშობს, თუმცა ეს არ ხდება იმიტომ, რომ მისი ტრანსფერო უკვე რომელიმე კლუბთან შეთანხმდა, უბრალოდ სეზონის ბოლოს ბარძაყის ტრავმა ჰქონდა და დატვირთვებს ხელახლა ეჩვევა," - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

ხვიჩა კვარაცხელია, რომლის სატრანსფერო ღირებულებად 18 მილიონი ევროა Transfermarkt-ზე, ბევრ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორისაა ლიდს იუნაიტედი, ევერტონი, მილანი და სევილია.