ავტორიზაცია

ჯეკოს სერია ა-ში ორი მსურველი ჰყავს

ჯეკოს სერია ა-ში ორი მსურველი ჰყავს
თარიღი 21 ივნ 2021, 14:30

როგორც მოგეხსენებათ, "რომას" ვეტერანი კაპიტანი, ედინ ჯეკო ამჟამინდელი კლუბის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის.

ბოსნიელმა თავდამსხმელმა უარით გაისტუმრა "ფენერბაჰჩეს" წინადადება, თუმცა ამით, მისი მსურველების რიცხვი არ ამოწურულა.

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "მგლების" ლიდერით დაინტერესებულები არიან ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი".

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ "ჯალოროსის" ცხრიანს თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

იმ შემთხვევაში, თუ "წითელ-ყვითლები" ბალკანელ ფორვარდს კონტრაქტს გაუწყვიტავენ, "ბებერი ქალბატონი" და "როსონერი" უფასო ტრანსფერის წინააღმდეგები არ იქნებიან.