ავტორიზაცია

რა ღირს ისაკი და ვინ ცდილობს მის ხელში ჩაგდებას?

რა ღირს ისაკი და ვინ ცდილობს მის ხელში ჩაგდებას?
თარიღი 21 ივნ 2021, 15:11

ევროპის ჩემპიონატზე შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარ იმედად წოდებულ ალექსანდერ ისაკს პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს.

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ვიკინგების" შემტევით დაინტერესებულია "ლივერპული", რომელიც მასში რობერტო ფირმინოს პოტენციურ შემცვლელს ხედავს.

"რეალ სოსიედადი" თავისი თავდამსხმელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მინიმუმ 70 მილიონს გადაიხდის.

შეგახსენებთ, სკანდინავიელმა ფორვარდმა თავის დროზე დამკვიდრება ვერ შეძლო დორტმუნდის "ბორუსიაში", სან-სებასტიანში კი ის ძალიან შედეგიანო გამოდგა.

ბასკურ კლუბში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, 21-წლის სტრაიკერმა მოასწრო 89 შეხვედრის ჩატარება და 33 გოლის გატანა.