გადაწყვეტილია - მურთაზ დაუშვილის ახალი კლუბი ცნობილია
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი კარიერას აპოელში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ტრანსფერის დახურვამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი და შეთანხმება დაახლოებით 48 საათში გაოფიციალურდება. საუბარია 2-წლიან კონტრაქტზე
ნიქოზიის აპოელში მურთაზ დაუშვილი მე-3 ქართველი იქნება, გუნდმა უკვე გააოფიციალურა გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერები, რომლებთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზე გავიდა, თუმცა წელს გუნდი მაღალ პოზიციებს უმიზნებს.