ავტორიზაცია

"ინგლისს კეინის დონის სხვა ფეხბურთელი არ ჰყავს", - ნევილი

"ინგლისს კეინის დონის სხვა ფეხბურთელი არ ჰყავს", - ნევილი
თარიღი 22 ივნ 2021, 11:48

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა, გარი ნევილმა, ჰარი კეინის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ინგლისის ნაკრების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გუნდს კეინის დონის სხვა ფეხბურთელი არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, ის შეუცვლელია.

არ ღირს "ლომების" კაპიტნის გაკრიტიკება მხოლოდ ორი ჩაგდებული შეხვედრის გამო. მჯერა, ის აუცილებლად ათამაშება.

ჰარი მოხსნის ჩვენი ნაკრების ყველა რეკორდს და იმ შემთხვევაში, თუ მას თანაგუნდელებიც შეუწყობენ ხელს, ეს უფრო მალე მოხდება".

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, "ტოტენჰემის" ლიდერმა კარში ერთხელაც ვერ დაარტყა.