ავტორიზაცია

სამტრედიას ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სამტრედიას ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
თარიღი 22 ივნ 2021, 16:14

ეროვნული ლიგის გასულ ტურში "საბურთალო" "სამტრედიას" დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ მატჩის წინ იმერული კლუბის 4-5 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და თამაში ამის გამო გამოტოვეს.

ჩვენივე ცნობით, "სამტრედიას" კიდევ რამდენიმე მოთამაშე ტესტს იკეთებს და შესაძლოა, "თელავთან" მატჩს ცეცაძის გუნდი კიდევ უფრო დიდი დანაკლისით შეხვდეს.

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩი "სამტრედიასა" და "თელავს" შორის, 23 ივნისს, რუსთავში შედგება.