ავტორიზაცია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ითამაშებს!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ითამაშებს!
თარიღი 22 ივნ 2021, 17:11

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს.

"საქართველოს პირველი ჩოგანი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.  საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი  ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო.

დღევანდელი მონაცემებით,  საქართველოს ოფიციალურად დადასტურებული 22 ლიცენზიანტი ჰყავს.

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძიუდოს, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები", - წერს ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა სტარტს ტოკიოში 23 ივლისს აიღებს.