ავტორიზაცია

გამოღვიძებული ხორვატია, ისევ მიძინებული ინგლისი და სხვა დეტალები - D ჯგუფიც დასრულდა [VIDEO]

გამოღვიძებული ხორვატია, ისევ მიძინებული ინგლისი და სხვა დეტალები - D ჯგუფიც დასრულდა [VIDEO]
თარიღი 23 ივნ 2021, 00:54

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის უკანასკნელ ტურში ინგლისი დაუპირისპირდა ჩეხეთს, ხორვატია კი აუტსაიდერ შოტლანდიას.

ინგლისმა მოიპოვა მინიმალური ანგარიშით გამარჯვება, რითაც შვიდი ქულით ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა.

მეორე ადგილზე აღზევდა ხორვატია, რომელმაც შოტლანდიასთან 3:1 მოგებით, ჩეხეთის მსგავსად მოაგროვა ოთხი ქულა და ამ ნაკრებს ბურთების უკეთესო ბალანსით გაასწრო.

როგორც ავღნიშნეთ, ჩეხეთი არის ხორვატიაზე ერთი საფეხურით ქვევით, ანუ მესამე ადგილზე და ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა ეს ნაკრები პლეი-ოფში. შოტლანდია კი სახლისკენ მიდის.

ჩეხეთი-ინგლისი 0:1

ხორვატია-შოტლანდია 3:1