რამოსმა სასურველი გუნდი შეარჩია - ესპანური პრესა
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" გასულ კვირას სერხიო რამოსმა დატოვა. ესპანელი ცენტრალური მცველის სახელს რამდენიმე გრანდს უკავშირებენ.
COPE-ს თუ დავუჯერებთ, თავად "სამეფო კლუბის" ექს-კაპიტანი "პარი სენ-ჟერმენში" მოსალოდნელი გადასვლისკენ იხრება.
იგივე წყაროს ინფორმაციით, "ბლანკოსის" ყოფილმა ოთხიანმა თავის რამდენიმე ექს-თანაგუნდელს ამცნო "პსჟ"-ს ვარიანტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პარიზელთა გარდა, პირენეელი უკანახაზელის სახელს უკავშირებენ "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედს", "მილანს" და "რომას".
35-წლის ცენტრბექმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" საერთო ჯამში გაატარა 16 წელი და ამ დროის განმავლობაში მან 671 შეხვედრაში 101 გოლი გაიტანა.